კალათბურთი

14:53 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: "ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალათბურთელმა გოგა ბითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში კაბო ვერდესთან გამარჯვების (85:60) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დიახ, ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს, შევასრულეთ დავალებები, რაც მწვრთნელმა თამაშამდე მოგვცა და გამარჯვება დავიმსახურეთ. ედი ტავარეში დიდებული კალათბურთელია, ევროლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი. მის წინააღმდეგ კარგი დაცვა ვითამაშეთ, ერთმანეთს ვეხმარებოდით და ვფიქრობ ამან შედეგი გამოიღო“, - თქვა ბითაძემ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 28 აგვისტოს სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132521