ფეხბურთი

18:11 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" 23 წლის მეკარე "მაკაბიდან" დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ მეკარის დილემა მოაგვარა და ისრაელის ნაკრების კარის დარაჯი დანიელ პერეტცი დაიმატა.

23 წლის ფეხბურთელმა „რეკოდმაისტერთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პერეტცი „ბაიერნს“ თელ ავივის „მაკაბიდან“ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ პერეტცი სვენ ულრაიხის დუბლიორი იქნება, ხოლო მანუელ ნოიერის გამოჯანმრთელების შემდეგ მესამე მეკარის სტატუსით ითამაშებს, თუმცა, მან სამომავლოდ მიიღო პერსპექტივები, თუ თავის გამოჩენას შეძლებს, შეიძლება პირველ მეკარედ იქცეს.

„მაკაბიში“ მან 103 მატჩი ჩაატარა, ხოლო 2019-2020 წლების სეზონში „ბეითარში“ გამოდიოდა, სადაც 36 თამაშში 2 გოლიც კი გაიტანა. ისრაელის ნაკრებში ერთხელ აქვს ნათამაშები, ხოლო ცოტა ხნის წინ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოში ითამაშა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, სადაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108202