ფეხბურთი

14:20 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" "ინტერიდან" არგენტინელი ფეხბურთელი დაიმატა

მარსელის „ოლიმპიკმა“ მილანის „ინტერიდან“ ხოაკინ კორეა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

29 წლის არგენტინელი ფრანგებს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, რომელიც შეიძლება სავალდებულო გახდეს, თუ ფრანგები სეზონს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულებენ. იჯარა „მარსელს“ 2 მილიონი ევრო დაუჯდა, გამოსყიდვა კი 13 მილიონი დაუჯდება.

ხოაკინ კორეამ „ინტერში“ ბოლო ორ სეზონში 76 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ესტუდიანტესში“, „სამპდორიაში“, „სევილიასა“ და „ლაციოში“ თამაშობდა. არგენტინელმა „მარსელში“ ალექსის სანჩესი უნდა შეცვალოს, რომელიც სხვათა შორის, „ინტერში“ დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098794