ფეხბურთი

20:26 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ფეხბურთელი: "სანამ ასეთი ქმედება დაუსჯელია, ნაკრებში არ ვითამაშებ"

„ბეტისის“ თავდამსხმელმა ბორხა იგლესიასმა პროტესტის ნიშნად ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. როგორც მან აღნიშნა, სანამ ლუის რუბიალესი თავის ქმედებისთვის დაუსჯელი იქნება, ნაკრებზე უარს ამბობს.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ქალ ფეხბურთელს, ჯენი ჰერმოსოს დაჯილდოების ცერემონიისას ტუჩებში აკოცა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვითამაშო ნაკრებში მანამ, სანამ ყველაფერი არ შეიცვლება და ასეთი ქმედება დაუსჯელი არ დარჩება. მოწყენილი და იმედგაცრუებული ვარ, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ესპანეთის ნაკრებში თამაში ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია, მაგრამ სანამ ასეთი ტიპის ქმედებები დაუსჯელი დარჩება, არ ვითამაშებ“, - დაწერა ბორხამ სოციალურ ქსელში.

აქვე გეტყვით, რომ ბორხა იგლესიასს ესპანეთის ნაკრებში აქამდე მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112094