ფეხბურთი

20:17 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სირენკას თასზე ასპარეზობა 3 წაგებით დაასრულა

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, პოლონეთში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე - სირენკას თასზე ასპარეზობა დაასრულა.

დასკვნითი მატჩი ჩვენმა გუნდმა უელსის ასაკობრივ ნაკრებთან გამართა და 2:4 დამარცხდა. 17-წლამდე ნაკრებიდან უელსელსთა კარში გატანილი გოლები ნიკოლოზ ელისაშვილის და ალექსანდრე ამისულაშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა სირენკას თასზე სამივე მატჩი წააგო - უელსთან (2:4), პოლონეთსა (2:4) და რუმინეთთან (1:3).

17-წლამდელები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადებიან. ჯგუფურ ეტაპზე - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდებიან. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120401