ფეხბურთი

1:10 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა. სტამბოლოს „გალათასარაი“ ძალიან ახლოსაა ჯგუფურ ეტაპზე დაბრუნებასთან.

თურქეთის ჩემპიონმა სტუმრად ნორვეგიული „მიოლდე“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, რითაც საბოლოო გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მოიგო პორტუგალიურმა „ბრაგამაც“, რომელმაც შინ „პანათინაიკოსს“ აჯობა, თუმცა მხოლოდ 2:1, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ათენში გადაწყდება, სადაც „პანა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მონატრებულია, ბოლომდე იბრძოლებს. თუმცა, მეორე მხრივ, „ბრაგაც“ არ არის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშით განებივრებული, ასე რომ, ძალიან საინტერესო საპასუხო თამაში იქნება.

კიდევ ერთი დუელი უგოლოდ დასრულდა: ჰაიფას „მაკაბიმ“ და „იანგ ბოისმა“ ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს, შესაბამისად, ყველაფერი შვეიცარიაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115405