ფეხბურთი

15:37 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდმა მაუნტის მანჩესტერული დებიუტი შეაფასა

ინგლისის ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ახალბედა მანკუნიანელის, მეისონ მაუნტის თამაშზე აზრი გამოთქვა.

„ძალიან ადრეა ფეხბურთელის შეფასება მხოლოდ ორი მატჩის შემდეგ. არ ვამართლებ, მაგრამ ჯერ მართლაც ადრეა რაიმეს კონკრეტულად თქმა. სხვა საქმეა, რომ გუნდი ახლა საუკეთესოდ არ თამაშობს, ეს 100 პროცენტით მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობაა. მან უნდა გამოასწოროს ვითარება, მაშინ მაუნტიც უკეთ ათამაშდება.“ - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Goal.com.

24 წლის ინგლისელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ „ჩელსიდან“ 64 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109589