ფეხბურთი

0:35 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "კადისი" ბოლოსკენ გატეხა (+VIDEO)

„ბარსელონამ“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება „კადისთან“ მძიმედ, მაგრამ მაინც მოიპოვა.

ჩავის გუნდმა სეზონი ერთი კვირის წინ „ხეტაფესთან“ უგოლოდ დაიწყო, ამჯერად კი „მონტჟუიკზე“, სადაც საშინაო მატჩებს ჩაატარებს, „კადისი“ ოდენ ბოლო ათწუთეულში გატეხა.

82-ე წუთზე ანგარიში პედრიმ გახსნა, რომელმაც შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ფერან ტორესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამრიგად, „ბარსას“ ორ ტურში 4 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 27 აგვისტოს, სტუმრად „ვილიარეალთან“ ჩაატარებს.

„ბარსელონა“ – „კადისი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 პედრი (82), 2:0 ტორესი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111472