ფეხბურთი

21:47 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„სიტის“ ლაპორტიც საუდეთში მიდის

ესპანელი მცველი, ემერიკ ლაპორტი, კარიერას საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ გააგრძელებს, რომელშიც კრიშტიანუ როლანდუ და სადიო მანე თამაშობენ - წერს Relevo.

წყაროს ცნობით, „მანჩესტერ სიტიმ“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია ლაპორტის „ალ ნასრში“ 25 მილიონ გირვანქად (29,2 მილიონი ევრო) გაყიდვაზე.

ემერიკს შესთავაზეს 2026 წლამდე კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი სამი წლის განმავლობაში, სეზონში 15 მილიონ ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112517