ფეხბურთი

22:10 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ტიმბერი 7 თვით დაკარგა

ლონდონის „არსენალის“ მცველის, იურენ ტიმბერის ტრავმა მძიმე გამოდგა, რის გამოც მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს.

ნიდერლანდელმა მცველმა პრემიერლიგის პირველივე ტურში „ნოტინგემთან“ მიიღო დაზიანება და დადგინდა, რომ მას ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, რის გამოც მოედანზე 6-7 თვის განმავლობაში ვერ გავა. ეს „მეთოფეებისთვის“ სერიოზული დანაკლისია.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „არსენალმა“ იურენ ტიმბერი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე დაიმატა, თუმცა შესაძლოა მარჯვენა მცველის შეძენა ისევ მოუწიოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111368