ფეხბურთი

17:43 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტიც საუდის არაბეთში ითამაშებს

„მანჩესტერ სიტის“ მცველი ემერიკ ლაპორტი საუდის არაბეთში ითამაშებს. ესპანელმა მცველმა „ალ-ნასრთან“ ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია.

შეთანხმებული არიან კლუბებიც, შესაბამისად, ლაპორტის არაბეთში გადასვლას წინ არაფერი უდგას. ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

29 წლის მცველმა კარიერა „ბასკონიაში“ დაიწყო, 2012-2018 წლებში „ბილბაოში“ თამაშობდა, ხოლო 2018 წლიდან დღემდე „მანჩესტერ სიტიში“ 180 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრებში ფრანგული წარმოშობის ფეხბურთელს 22 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113458