ფეხბურთი

16:34 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტები ცნობილია

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ფინალისტიც გაირკვა. ინგლისის ნაკრებმა მასპინძელი ავსტრალია დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.

თუმცა, ალბიონელებს იოლად ნამდვილად არ მოუგიათ, რადგან 71-ე წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო (1:1), ხოლო მესამე და გარდამტეხი გოლი მხოლოდ 86-ე წუთზე გაიტანეს.

ამრიგად, ინგლისის ნაკრები მუნდიალის ფინალში 20 აგვისტოს, ესპანეთს დაუპირისპირდება. მანამდე, 19 აგვისტოს, მესამე ადგილისთვის მატჩში ავსტრალია და შვედეთი ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172612