ფეხბურთი

11:07 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაგუაირი "მანჩესტერში" რჩება და ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლებს

ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ ჰარი მაგუაირის ტრანსფერი ჩაიშალა და „მანჩესტერში“ დარჩება.

როგორც ცნობილი გახდა, მხარეები საბოლოოდ ფინანსურ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. მაგუაირის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტი „იუნაიტედში“ რჩება და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს.

ჰარი მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2019 წლიდან თამაშობს და 175 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მანამდე ის „შეფილდ იუნაიტედის“, „ჰალ სიტის“, „უიგან ატლეტიკისა“ და „ლესტერ სიტის“ ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119473