12:52 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილო მუდრიკი: „უკრაინელი ქალები ყველაზე ლამაზები არიან. ინგლისელო გოგონებო, ნუ გეწყინებათ“

„ჩელსის“ გარემარბმა, მიხაილო მუდრიკმა, აღიარა ვისზე დაქორწინდება - უკრაინელზე თუ ინგლისელზე.

„ვფიქრობ, უკრაინელი ქალები ყველაზე ლამაზები არიან. ინგლისელო გოგონებო, ნუ გეწყინებათ. იქნებ ჯერ არ შემხვედრია, ან არ მინახავს აქაური ლამაზი გოგონები. ალბათ მაინც უკრაინელზე დავქორწინდები.

ვარ თუ არა ახლა ურთიერთობაში? როგორ ვთქვა... შეიძლება ითქვას, კი. მყავს შეყვარებული. მაგრამ არ მიყვარს რეკლამა. არ თქვა ჰოპ, სანამ არ გადახტები“, - თქვა მუდრიკმა YouTube არხზე.

მუდრიკი „ჩელსიში“ წლეულს იანვარში 70 + 30 (ბონუსები) მილიონად გადავიდა. 2022/2023 წლების სეზონის მეორე ნახევარში მან ყველა ტურნირზე „არისტოკრატების“ შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2031 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

0.11079