ფეხბურთი

10:08 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი „ხეტაფესთან" მატჩზე: „გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებს არ სურთ ესპანური ფეხბურთის ცქერა“

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩში „ხეტაფეს" წინააღმდეგ თამაშის შესახებ ისაუბრა.

„გასაკვირი არ არის, რომ ხალხს არ სურს ესპანური ფეხბურთის ცქერა. ეს საერთოდ არ იყო თამაში, ეს სირცხვილია“, - ციტირებს ჩავის სიტყვებს Sport.

შეგახსენებთ, 14 აგვისტოს „ხეტაფესა“ და „ბარსელონას“ შორის მატჩი 0:0 დასრულდა. მსაჯმა კატალონიელთა დამრიგებელი ჩავი, თავდამსხმელი რაფინია და „ხეტაფეს“ მოთამაშე ხაიმე მატა გააძევა.

შგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ბარსელონა“ ჩავის ხელმძღვანელობით ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114766