ფეხბურთი

15:17 | 14.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოქსლეიდ-ჩემბერლენი თურქეთში ითამაშებს

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. ინგლისელმა ფეხბურთელმა თურქებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ოქსლეიდ-ჩემბერლენი „არიწვებს“ უფასოდ შეუერთდა, რადგან თავისუფალი აგენტი იყო. მან ბოლო 6 სეზონი „ლივერპულში“ გაატარა, სადაც 146 მატჩში 18 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „საუთჰემპტონისა“ და „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

ინგლისის ნაკრებში 29 წლის ფეხბურთელს 35-ჯერ უთამაშია და თავი 7 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116727