ფეხბურთი

22:11 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიასს დისასიმ უპასუხა

ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის „ჩელსი“ და „ლივერპული“ დაზავდნენ.

ამრიგად, მაურისიო პოჩეტინომ „არისტოკრატებში“ მუშაობა ქულით დაიწყო. თავიდან „ლივერპული“ უკეთესი იყო და მე-18 წუთზე ლუის დიასის გოლით დაწინაურდა კიდეც. 10 წუთში მოჰამედ სალაჰმაც გაიტანა, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო გაუქმდა. ტაიმის მიწურულს ლონდონელთა ახალწვეულმა მცველმა, აქსელ დისასიმ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში „ჩელსისაც“ გაუუქმეს გოლი, ამჯერად ბენ ჩილველი იყო ოფსაიდში.

მეორე ტაიმში ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ფრე 1:1. აღსანიშნავია, რომ „ლივერპულს“ კარში ერთადერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, რომელიც გოლით დაასრულა.

მეორე ტურში „ლივერპული“ 19 აგვისტოს „ბორნმუთს“ უმასპინძლებს, ხოლო „ჩელსი“ 20 აგვისტოს, „ვესტ ჰემს“ ლონდონურ დერბიში ეწვევა.

„ჩელსი“ – „ლივერპული“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 დიასი (18), 1:1 დისასი (37)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114394