ფეხბურთი

16:17 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" კურტუას სავარაუდოდ კეპა შეცვლის

მადრიდის „რეალი“ ტრავმირებულ ტიბო კურტუას დიდი ალბათობით ლონდონის „ჩელსის“ მეკარით, კეპა არისაბაგალათი შეცვლის.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 28 წლის მეკარეს „ბაიერნთან“ მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზე ჰქონდა, „რეალის“ ვარიანტის გამოჩენის შემდეგ აზრი შეიცვალა და სამშობლოში დაბრუნება სურს.

საუბარია ერთწლიანი იჯარით ტრანსფერზე. „ბაიერნი“ არ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, რადგან მიუნხენელებს გუნდში ისეთი ფეხბურთელები სურთ, რომლებიც გერმანელთა პროექტში დარწმუნებული არიან. „რეალი“ ამჟამად „ჩელსისთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

კეპამ კარიერა „ბილბაოში“ დაიწყო, იყო „ვალიადოლიდშიც“, ხოლო „ჩელსის“ 2018 წელს შეუერთდა და 163 მატჩში მიიღო მონაწილეობა. „რეალს“ რამდენიმე მეკარეს უკავშირებდნენ, მათ შორის გიორგი მამარდაშვილსაც, მაგრამ როგორც ჩანს, „სამეფო კლუბში“ არჩევანი კეპაზე შეაჩერეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11472