ფეხბურთი

11:37 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" უკრაინელი მეკარე და ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

ლისაბონის „ბენფიკამ“ უკრაინის ნაკრების მეკარე ანატოლი ტრუბინი დაიმატა. დონეცკის „შახტარის“ აწ უკვე ყოფილმა კიპერმა კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

22 წლის ტრუბინის ტრანსფერი პორტუგალიელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. ტრუბინი „შახტარის“ აღზრდილია, სადაც 2019 წლიდან დღემდე 94-ჯერ ითამაშა, უკრაინის ნაკრებში კი 7 თამაში აქვს ჩატარებული.

გარდა ამისა, „ბენფიკამ“ დაადასტურა „ფიორენტინადან“ ბრაზილიელი თავდამსხმელის, არტურ კაბრალის ტრანსფერიც, რომელმაც ასევე 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კაბრალი „ფიორენტინაში“ 2022 წლის იანვრიდან თამაშობდა და 64 შეხვედრაში თავი 19-ჯერ გამოიჩინა. მანამდე ის „სეარას“, „პალმეირასის“ და „ბაზელის“ რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113829