ფეხბურთი

16:48 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუასთვის სეზონი დასრულდა

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა 2023-2024 წლების სეზონში ვერ ითამაშებს. ბელგიელმა ფეხბურთელმა ვარჯიშზე მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

31 წლის კარის დარაჯს მომდევნო დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ, შემდეგ კი, დაახლოებით 8-9 თვე იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მადრიდელთა განკარგულებაში მხოლოდ ანდრე ლუნინი დარჩა, რაც დიდი ალბათობით, სატრანსფერო ბაზარზე ძირითადი შემადგენლობისთვის ახალი მეკარის ძიებას გამოიწვევს.

კურტუა მადრიდული გრანდის შეუცვლელი ფიგურა იყო და ეს „სამეფო კლუბისთვის“ სერიოზული დარტყმაა. კარლო ანჩელოტის შეგირდები ლა ლიგის პირველ ტურში 12 აგვისტოს, „ბილბაოს“ ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112025