ფეხბურთი

17:51 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ლუკა პარკაძე იჯარით ავსტრიულ კლუბში გაუშვა

ლუკა პარკაძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ადმირაში“ ითამაშებს. ინფორმაცია, როგორც ავსტრიულმა კლუბმა, ისე მიუნხენის „ბაიერნმა“ ოფიციალურად დაადასტურა.

„რეკორდმაისტერის“ ახალგაზრდულ გუნდს ლუკა მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა, მაგრამ მთავარ გუნდში სათამაშოდ პრაქტიკის მიღების მიზნით გერმანელებმა ის ავსტრიაში გაანათხოვრეს.

„ლუკას მიმართ დიდი იმედით ვართ განწყობილი. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და „ბაიერნი“ კონტრაქტს უმიზეზოდ არ გაუფორმებდა. ამიტომ, ეს იჯარა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვჯერა, რომ დაგვეხმარება“, - აღნიშნა კლუბის სპორტულმა დირექტორმა პეტერ შტოგერმა.

ლუკა პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, შემდეგ იჯარით „გაგრაში“ თამაშობდა. ის ამჟამად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. „ადმირას“ ავსტრიის II ბუნდესლიგაში ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121549