ფეხბურთი

19:36 | 9.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" კეპას შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლონდონის „ჩელსის“ ინტერესის სფეროში ისე მოხვდა.

Standard Sport-ის ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან კეპა არიზაბალაგა მიუნხენის „ბაიერნში“ გაყიდონ, რომელმაც იან ზომერი უნდა შეცვალოს. თავის მხრივ, ესპანელის შემცვლელად ლონდონელები მამარდაშვილს განიხილავენ, კიდევ ერთი ვარიანტი კი „დორტმუნდიდან“ გრეგორ კობელის შეძენაა.

უცნობია შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები. მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ესპანელები მას 30 მილიონ ევროდ აფასებენ. ქართველს მანამდე ყველაზე ხშირად „ბაიერნს“ უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, გერმანელებმა აქცენტი სხვა ვარიანტებზე გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ „ჩელსიმ“ ცოტა ხნის წინ ესპანელი მეკარე რობერტ სანჩესი შეიძინა, რომელიც სავარაუდოდ, გუნდში პირველი მეკარის სტატუსით მიიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124575