ფეხბურთი

15:20 | 9.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ნეიმარი? ვნახოთ, რა მოხდება 31 აგვისტომდე"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ნეიმარის შესაძლო დაბრუნება არ გამორიცხა, თუმცა არც დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ყველაფერი შესაძლებელია.

„წინასწარ არაფრის თქმა შემიძლია. შარშან სხვა გუნდის ფეხბურთელის ახელი ვთქვი და ისინი გაბრაზდნენ, ვნახოთ, რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე. ანსუ ფატი საუდის არაბეთში? ვნახოთ. 31 აგვისტომდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი, ასევე ბევრია დამოკიდებული ფინანსურ სამართლიან თამაშზე“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგის პირველ ტურში 13 აგვისტოს, „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105399