ფეხბურთი

23:35 | 4.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძესთან ფრთხილად ვმუშაობდით, ახლა ინტენსივობა უნდა გავზარდოთ"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიან ისმაელმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა, ქართველი ქპრ-სთან სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში.

ისმაელის თქმით, ჩაკვეტაძესთან ფრთხილად მუშაობდნენ, რადგან ვიზა ახლახან აიღო და ახლა ინტენსივობა უნდა გაიზარდოს:

„ვფიქრობ, რომ გიორგისთან ფრთხილად მუშაობა გვჭირდებოდა, რადგან ვიზის აღებას ელოდებოდა და ახლა კი გვჭირდება, რომ მისი მუშაობის ინტენსივობა ნელ-ნელა გავზარდოთ. ვნახოთ, საკმარისი იქნება თუ არა ეს, ხვალ შემადგენლობაში მოსახვედრად“, - აღნიშნა ისმაელმა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ ერთწლიანი იჯარით და 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელის კლუბი 5 აგვისტოს, ჩემპიონშიფის პირველ ტურში ქპრ-ს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11599