ფეხბურთი

1:33 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

3 თამაში და 3 გოლი: "ალ-იტიჰადს" ისევ ბენზემამ მოაგებინა

არაბული კლუბების ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ალ-იტიჰადმა“ „ალ შორტა“ 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი კარიმ ბენზემამ გაიტანა.

ფრანგი შეცვლაზე ჩაერთო და 84-ე წუთზე პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა. ბენზემას ბრწყინვალე სტარტი აქვს არაბეთში - 3 თამაში, 3 გოლი და 1 საგოლე პასი.

„ალ-იტიჰადმა“ A ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111828