ფეხბურთი

19:36 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "დემბელემ გუნდიდან გაშვება გვთხოვა, ვერაფერს ვიზამთ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ დაადასტურა, რომ უსმან დემბელე პსჟ-ში გადადის. ფრანგ ფეხბურთელს „მილანის“ წინააღმდეგ ამხანაგურ თამაშში არ მიუღია მონაწილეობა, რაზეც ჩავიმ ასე ისაუბრა.

„გულწრფელი ვიქნები: დემბელემ წასვლა გვთხოვა, მან გვითხრა, რომ წინადადება აქვს პსჟ-სგან, რომ დაურეკეს და ძალიან პირდაპირ ესაუბრეს. ეს მისი გადასწყვეტია და ვერაფერს ვიზამთ. მეწყინა, რადგან ვფიქრობ, შეეძლო ჩვენთან კარგად ეთამაშა, მაგრამ წინადადება აქვს და გვითხრა, რომ წასვლა სურს. ამიტომაც, არ ითამაშა“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე „ბარსელონაშ“ 2017 წლიდან თამაშობს და 185 შეხვედრაში 40 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „რენის“ და „დორტმუნდის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128533