ჭადრაკი

12:49 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე სამი ქართველი მოჭადრაკე გავიდა

დღევანდელ ტაი-ბრეიკში წარმატებული თამაშის შემდეგ, მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს სალომე მელიამ, ლევან ფანცულაიამ და მიხეილ მჭედლიშვილმა.

მეორე ეტაპზე ქართველ ვაჟებს მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებთან უწევთ თამაში. ლევან ფანცულაია მსოფლიოს პირველ ნომერ მოჭადრაკეს, მაგნუს კარლსენს (ნორვეგია; 2835) შეხვდება, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი მსოფლიოს ტოპ-მოჭადრაკეს ფაბიანო კარუანას (აშშ;2782) დაუპირისპირდება.

საკმაოდ ძლიერი მეტოქეს ეთამაშება სალომე მელია. მისი მეტოქე მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინას (უკრაინა;2434) იქნება.

სოფო ნიკოლაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124979