ფეხბურთი

11:18 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„გალათასარაი“ სერხიო რამოსს ტრანსფერზე შეუთანხმდა

პსჟ-სა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი, სერხიო რამოსი, თურქულ „გალათასარაიში“ გადასვლასთან ახლოსაა.

ჟურნალისტ ფატიჰ დემირკოლის ინფორმაციით, სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა.

რამოსი „სევილიას" აღზრდილია. ანდალუსიური კლუბი მან 2005 წელს დატოვა და მადრიდის „რეალში" გადავიდა. ბოლო ორი სეზონშის განმავლობაში 37 წლის მცველი პსჟ-ში ირჯებოდა, სადაც 58 მატჩში ექვსი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

რამოსი მადრიდის „რეალში" 2005-დან 2021 წლამდე თამაშობდა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ორი ჩემპიონატი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113816