ფეხბურთი

22:34 | 29.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი: "ნაპოლიმ" "ჰატაისპორი" გაანადგურა (+VIDEO)

„ნაპოლიმ“ სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და თურქული „ჰატაისპორი“ კასტელ დი სანგროში 4:0 გაანადგურა.

პირველ ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა დუბლი, მეორე ნახევარში იგივე ჯოვანი სიმეონემ გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელიამ მე-60 წუთამდე ითამაშა. ქართველმა ვარსკვლავმა საგოლე პასი გააკეთა, როდესაც 27-ე წუთზე ოსიმენი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ნიგერიელს დუბლის შესრულებაში დაეხმარა. მეორე ტაიმის დასაწყისში გოლთან ახლოს იყო 22 წლის ქართველი, მაგრამ მცირედით არაზუსტად დაარტყა.

თურქული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი აბურჯანია და საბა ლობჟანიძე. ისინი მეორე ტაიმის მიმდინარეობისას შეცვალეს.

„ნაპოლი“ სეზონის დაწყებამდე კიდევ სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, უახლოესს კი 2 აგვისტოს ესპანური „ჟირონას“ წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115804