ფეხბურთი

23:12 | 29.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ამხანაგურ მატჩში იაპონური კლუბი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

იაპონურ „კავასაკი ფრონტალესა“ და გერმანულ „ბაიერნს“ შორის ტოკიოში გამართული ამხანაგურ მატჩი ბავარიული კლუბის გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი გერმანიაში დაბადებულმა ხორვატმა მცველმა, იოსიპ სტანიშიჩმა 58-ე წუთზე გაიტანა.

მანამდე „ბაიერნი“ ამხანაგურ მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა (1:2).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121212