კალათბურთი

17:11 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"პანათინაიკოსმა" ხუანჩო ერნანგომესი დაიმატა

ათენის „პანათინაიკოსი“ გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად ესპანეთის ნაკრების კალათბურთელი, ხუანჩო ერნანგომესი დაიმატა.

ბერძნებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. „პანამ“ ერნანგომესი „ტორონტოდან“ დაიმატა და მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

27 წლის კალათბურთელი NBA-ში ბოლო 8 წლის განმავლობაში თამაშობდა, სხვადასხვა პერიოდში ის „დენვერის“, „მინესოტას“, „ბოსტონის“, „სან ანტონიოს“, „იუტას“ და „ტორონტოს“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126173