ფეხბურთი

19:14 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აქტობე" ქუთაისში თამაშის დღეს ჩაფრინდება

ყაზახური „აქტობე“ საქართველოში კონფერენს ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩისთვის თამაშის დღეს ჩაფრინდება.

ყაზახებმა საიტზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს და დაადასტურეს, რომ 27 ივლისს, დილით გაფრინდებიან ქუთაისში. „აქტობემ“ დღეს საკუთარ ბაზაზე ივარჯიშა, მატჩისწინა პრესკონფერენცია კი არ შედგა.

კლუბი 26 ივლისს, 11:00 საათზე უნდა გაფრენილიყო ყაზახეთიდან, მაგრამ კონკრეტული კომპანია, რომელიც ჩარტერულ რეისს ასრულებდა, ქართული მხარის მიერ სანქცირებულია. ამიტომაც, მათ აფრენის უფლება არ მისცეს. „აქტობე“ ხვალ სხვა თვითმფრინავით გამოემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მატჩი 27 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10176