სხვა

16:20 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა

დღეს FIE (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია)-მ პირადი პირველობის რეიტინგები განაახლა.

სანდრო ბაზაძეს 303 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ, ამერიკელ ელი დერშვიცს 130 ქულით უსწრებს! უნგრელი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი 172 ქულით მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალში კი ხსენებული ელი დერშვიცთან მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115569