ჭადრაკი

11:40 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეები მსოფლიო თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან

30 ივლისიდან აზერბაიჯანის დედაქალაქ, ბაქოში სტარტს აიღებს მსოფლიო თასის გათამაშება. ასპარეზობა ქალთა და ვაჟთა შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 2 500 000$ შეადგენს.

ქალთა შორის მსოფლიოს 103 უძლიერესი ქალი იასპარეზებს და მათ შორის 6 ქართველია.

1.ნანა ძაგნიძე (2511)

2.ბელა ხოტენაშვილი (2475)

3.ნინო ბაციაშვილი (2474)

4.მერი არაბიძე (2451)

5.ლელა ჯავახიშვილი (2439)

6.სალომე მელია (2377)

მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე 5 ქართველი მოჭადრაკე გამოსვლას მეორე წრიდან დაიწყებს. პირველ წრეში მხოლოდ სალომე მელია ითამაშებს და მისი მეტოქე - ბრაზილიელი კატი ლიბრელატო (2182) იქნება.

ქალთა ტურნირის რეიტინგ-სიის ლიდერი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ჟუ ვენჟუნი (2564);

ალექსანდრა გორიაჩკინა (2557);

ჰამპი კონერუ (2553).

ვაჟთა შორის 206 მონაწილეა და საქართველოს სახელით 3 დიდოსტატი ითამაშებს.

ლევან ფანცულაია (2564)

მიხეილ მჭედლიშვილი (2561)

ლუკა პაიჭაძე (2531);

ქართველი მოჭადრაკეების მეტოქეები პირველ წრეში იქნებიან:

რინატ ჯუმაბალიევი (ყაზახეთი; 2589) - პაიჭაძე

ტომას ლაურასასი (ლიეტუვა;2566) - მჭედლიშვილი

ფანცულაია - ჰარშა ბარაჰაკოტი (ინდოეთი;2563)

ტურნირს განსაკუთრებულ ელფერს მატებს: მაგნუს კარლსენის (2835), ჰიკარუ ნაკამურას (2787) და ფაბიანო კარუანას (2782) მონაწილეობა.

თითოეული მიკრო -მატჩი ორი პარტიისგან შედგება, ფრედ დასრულების შემთხვევაში შემდეგ წრეზე გასულის ვინაობა დამატებით ტაი-ბრეიქში გაირკვევა.

  • პირველი წრე - 30 -31 ივლისი, 1 აგვისტო;
  • მეორე წრე - 2-4 აგვისტო;
  • მესამე წრე - 5 – 7 აგვისტო;
  • დასვენების დღე - 8 აგვისტო;
  • მეოთხე წრე - 9 – 11 აგვისტო;
  • მეხუთე წრე - 12 – 14 აგვისტო;
  • მეექვსე წრე - 15 – 17 აგვისტო;
  • დასვენების დღე - 18 აგვისტო;
  • მეშვიდე წრე - 19 – 21 აგვისტო;
  • ფინალური მატჩი და მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება 22-24 აგვისტოს;
  • ასპარეზობის საზეიმო დახურვა - 24 აგვისტო.

სოფო ნიკოლაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115889