ფეხბურთი

10:25 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ბევრი შეცდომა დავუშვი, არ გამომივიდა ის, რაც დავგეგმე"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „ჰამრუნ სპარტანსთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბევრი შეცდომა დაუშვა, მისმა გეგმამ არ იმუშავა და ამიტომაც წააგეს.

„თამაში რთული გამოდგა, ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლის თამაშში შევძლებთ. მიზეზებზე საუბარი არ ღირს, იმიტომ რომ გაანალიზებული კარგად არ გვაქვს, მაგრამ ვხვდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც თამაშზე აისახა.

ცვლილებების მომენტიც იყო, ბევრი ტრავმა იყო, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რაღაც გახლდათ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩემი დაგეგმილი იყო ეს თამაში და ვფიქრობ, არ გამომივიდა ის, რაც დავგეგმე, ამიტომ წავაგეთ. ვეცდები, რომ თბილისის თამაშზე სხვანაირად დავგეგმო, მოვაბრუნოთ სიტუაცია და მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავიდეთ“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ „ჰამრუნ სპარტანსთან“ საპასუხო მატჩს 3 აგვისტოს საკუთარ მოედანზე გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115513