ფეხბურთი

0:35 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "კრემონეზეს" ლოჩოშვილის შესახებ შეთავაზება არ მიუღია

„კრემონეზეს“ ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის „რაიო ვალეკანოში“ ტრანსფერი, როგორც ჩანს, ისე გადაწყვეტილი არ არის, როგორც ამის შესახებ ორი დღის წინ ესპანური მედია წერდა.

Cremonasport-ი იტყობინება, რომ „კრემონეზეს“ ლოჩოშვილზე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. საიტი წერს, რომ კრემონულ კლუბთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც „კრემონეზემ“ შეთავაზება მიიღო, დავიდ ოკერეკეა, ლუკას შესახებ კი მსგავსი არაფერი ყოფილა.

მოგეხსენებათ, მანამდე Gola TV წერდა, რომ 2.7 მილიონ ევროდ „რაიო“ და იტალიური კლუბი ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდებოდა. ამავე გამოცემის ცნობით, მადრიდელები ქართველს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ერთი წლის წინ ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ შეუერთდა. გასულ სეზონში ქართველმა მცველმა იტალიური გუნდის მაისურით სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა (1 გოლი, 2 საგოლე პასი), ხოლო იტალიის თასზე ორჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106636