ფეხბურთი

18:08 | 25.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ჩაკვეტაძის აგენტებმა და "გენტმა" მოგვატყუეს"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის აგენტებმა სლოვაკური კლუბის ხელმძღვანელობა მოატყუა. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის განცხადებით, „ჩაკვე“ აგენტების გავლენის ქვეშაა.

„მასზე დიდი გავლენა იქონია აგენტმა და მისმა ერთ-ერთმა ქართველმა მეგობარმა, ქართველმა აგენტმა. ის იძულებული გახდა „უოტფორდში“ წასულიყო. „გენტსაც“ სურდა, რომ უკეთეს ლიგაში ეთამაშა, ჩვენ კი თვალცრემლიანი დავრჩით, რადგან დავეხმარეთ და ვერაფერი მივიღეთ. ტრანსფერის შემთხვევაში, ჩვენთვის თანხის ნაწილი უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ „გენტი“ სპეკულირებს, აგენტიც სპეკულირებს, გარკვეულწილად მოგვატყუეს. ჩვენ მათ დავეხმარეთ, მაგრამ ყველაფერი არ გააკეთეს, რათა დაბრუნებულიყო. ყველაზე მეტად შემადგენლობაში ჩაკვეტაძე გვაკლია, ბევრი გოლს არ იტანდა, მაგრამ ნახევარდაცვას და შეტევას აკავშირებდა, ბევრ მომენტს ქმნიდა“, - თქვა ვაისმა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ "გენტი" "სლოვანს" ჩაკვეტაძეში 4 მილიონ ევროს სთხოვდა, ინგლისში კი გაცილებით იაფად გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ გასულ სეზონში „სლოვანის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119014