ფეხბურთი

20:50 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლუბი ან ნაკრები: პაოლო მალდინის სამსახურს სთავაზობენ

პაოლო მალდინის „მილანიდან“ გათავისუფლების შემდეგ სამსახურს ორგან სთავაზობენ. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, ლეგენდარულ ფეხბურთელს „პარი სენ ჟერმენი“ და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იწვევს.

უცნობია, კონკრეტულად რა პოზიციაზე მუშაობას სთავაზობენ პაოლოს, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ მისი იტალიის ნაკრების ყოფნა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი „მილანში“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115414