ფეხბურთი

11:54 | 22.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ კილიან მბაპე იაპონურ ტურნეში არ წაიყვანა

კილიან მბაპეს „პარი სენ-ჟერმენი“ ყიდის. ფრანგულმა კლუბმა ის იაპონური ტურნეს მიღმაც დატოვა.

ლუის ენრიკეს გუნდის განაცხადში, რომელიც იაპონიაში შეკრებას გაივლის, ფრანგი ვარსკვლავი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელმა შეიძლება კლუბი დატოვოს.

მბაპე უარს ამბობს კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც ერთ წელიწადში იწურება, ხოლო პსჟ-ს ხელმძღვანელობამ მას ულტიმატუმიც წაუყენა, რომ ან კონტრაქტს გააფორმებდა, ან მიმდინარე ზაფხულს გაასხვისებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112479