ფეხბურთი

13:10 | 21.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბში გადავა, "გენტთან" შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ალბათობით, „უოტფორდში“ ითამაშებს.

ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს, რომ „მეცში“ ქართველის ტრანსფერი გამოირიცხა. ფრანგული კლუბის ტექნიკური სტაფის ყოყმანის შემდეგ გიორგიმ „უოტფორდის“ პროექტის არჩევა გადაწყვიტა. L’Equipe-ს ჟურნალისტის ცნობით, 24 წლის ჩაკვეტაძე ლონდონშია, სადაც კონტრაქტს გააფორმებს.

„გენტსა“ და „უოტფორდს“ შორის შეთანხმება უკვე არსებობს. გიორგი ინგლისში იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადავა. თუ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, ქართველი უოტფორდელთა მესამე შენაძენი იქნება მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ტომ ინსისა და რის ჰილის შემდეგ. „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში გამოდის, სადაც სეზონს 5 აგვისტოს, „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ მატჩით გახსნის. „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი ვალერიან ისმაელია.

გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ 81 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა. ბელგიელებს ის იჯარით „ჰამბურგში“ ჰყავდათ განათხოვრებული, ხოლო გასული სეზონი ბრატისლავის „სლოვანში“ გაატარა, სადაც 47 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა და 9 საგოლე პასი გააკეთა, საქართველოს ნაკრების რიგებში კი 15 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111492