ფეხბურთი

16:33 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვმა ამხანაგურ მატჩში პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" გოლი გაიტანა

აზერბაიჯანულმა „საბაჰის“ თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო ქართველმა ფორვარდმა 42-ე წუთზე შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. მან კარიდან გამოსულ მეკარეს დაასწრო და საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ დავით ვოლკოვი „საბაჰმში“ 2022 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან აზერბაიჯანის ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11038