ფეხბურთი

15:43 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ციხიდან გათავისუფლებული მენდი ფრანგულმა კლუბმა დაიმატა

ფრანგულმა „ლორიენმა“ ბენჟამინ მენდი დაიმატა, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

29 წლის ფეხბურთელმა 5-ნომრიანი მაისური მოირგო და კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „ლორიენს“ უფასოდ შეუერთდა, რადგან პატიმრობისას მასთან ხელშეკრულება „მანჩესტერ სიტიმ“ გაწყვიტა.

მენდის „ლე ავრში“, „მარსელში“, „მონაკოსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ აქვს ნათამაშები. მან 18 თვე ციხეში გაატარა, გაუპატიურების ბრალდებით, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ყველა დანაშაულში გაამართლეს და გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114779