ფეხბურთი

1:33 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

28-წლიანი ერა სრულდება: ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებას აპირებს

„პარმას“ ვეტერანი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას ასრულებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, 45 წლის ფეხბურთელმა საუდის არაბეთში გადაბარგებაზე უარი თქვა და თამაშს თავს ანებებს. წესით, ინფორმაცია უახლოეს დღეებში დადასტურდება.

ბუფონს, რომელსაც „პარმასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, საუდის არაბეთში ორწლიან კონტრაქტს და 30 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ აზიაში გადაბარგება მის გეგმებში არ შედის. ჯიჯი კარიერის დასრულების შემდეგ „პარმას“ მენეჯმენტში დაიწყებს მუშაობას.

ლეგენდარულმა მეკარემ კარიერა ჯერ კიდევ 28 წლის წინ, 1995 წელს დაიწყო „პარმას“ შემადგენლობაში. მან კარიერის უდიდესი ნაწილი და საუკეთესო პერიოდი „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 19 სეზონის განმავლობაში 685 თამაში ჩაატარა. ჯიჯის იტალიის ნაკრებში 176-ჯერ უთამაშია, რაც ასევე რეკორდია.

ასე რომ, უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონის 28-წლიანი პროფესიონალური კარიერა სრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131435