ფეხბურთი

22:19 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს 8 ფეხბურთელის გაყიდვა სურს

პსჟ ფხულის სატრანსფერო ფანჯარისას 8 ფეხბურთელთან განშორებას გეგმავს - წერს Le Parisien.

წყაროს ცნობით, პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, ყველა იმ ფეხბურთელთან განშორებას გეგმავს, ვინც გასულ სეზონში იჯარით თამაშობდა სხვა კლუბებში. გუნდი უნდა დატოვონ: კეილორ ნავასმა, ლევენ კურზავამ, აბდუ დიალომ, კოლინ დაგბამ, ლეანდრო პარედესმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა, იულიან დრაქსლერმა და მაურო იკარდიმ.

გასულ სეზონში პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ივლისის დასაწყისში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125434