ფეხბურთი

21:33 | 14.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" ნიჭიერი იტალიელი მცველი შეიძინა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ ნიჭიერი იტალიელი მცველი ფაბიანო პარიზი დაიმატა. 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

პარიზის სანაცვლოდ ფლორენციელებმა „ემპოლის“ 10 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები გადაუხადეს და ფეხბურთელბს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. აღსანიშნავია, რომ მარცხენა მცველით „იუვენტუსიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ ფლორენციელებმა უფრო სწრაფად იმოქმედეს.

ფაბიანო პარიზი 2020 წლიდან „ემპოლიში“ თამაშობდა და 81 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბენევენტოსა“ და „აველინოს“ წევრი იყო. იტალიის 21-წლამდე ნაკრებში მას 11 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122025