ფეხბურთი

1:45 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტირანას" ფეხბურთელი: "დინამო ბათუმზე" ბევრად უკეთესი გუნდი ვართ, მომდევნო ეტაპზე გავალთ"

ალბანური „ტირანას“ ფეხბურთელმა ფილიპ ნაიდოვსკიმ „დინამო ბათუმთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ის დარწმუნებულია, ორი მატჩის ჯამში მოიგებენ და მომდევნო ეტაპზე გავლენ. ნაიდოვსკის აზრით, „ტირანა“ ბევრად უკეთესი გუნდია.

„მიმაჩნია, რომ „დინამო ბათუმს“ ხარისხიანი გუნდი ჰყავს, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და მეტოქეს მაქსიმალურ პატივს ვცემთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ. როგორ მოვახერხებთ ამას? ხვალინდელ და საპასუხო შეხვედრაში ნახავთ. მათი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სეზონი მიმდინარეობს და ფორმაში არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ტირანა“ ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე „დინამო ბათუმი“. ძალიან კარგად მოვემზადეთ და ტექნიკურადაც პრობლემა არ გვექნება“, - თქვა ნაიდოვსკიმ.

უფრო მოკრძალებული და თავშეკავებული იყო „ტირანას“ მთავარი მწვრთნელო ორგეს შეჰი, რომელმაც აღნიშნა, რომ რთულ თამაშს ელოდება:

„მეტოქეს ჩვენთან შედარებით უპირატესობა აქვს, რადგან სათამაშო ტონუსშია, ცოტა ხნის წინ სუპერთასზე ითამაშეს. იმედია, ჩვენც ფორმაში ვიქნებით. თუმცა, მოედანზე თანაბარ პირობებში გავალთ. მეტოქის მატჩებს ვუყურეთ და შთაბეჭდილება გვაქვს, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი, რა არის მათი ძლიერი ან სუსტი მხარეები. მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ, შემდეგ კი პატივს ვცემთ ნებისმიერ შედეგს, რაც მოედანზე დაფიქსირდება“.

შეგახსენებთ, რომ „ტირანასა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112295