ფეხბურთი

0:18 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი საუდის არაბეთში ითამაშებს

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. სერბეთის ნაკრების ლიდერი „ალ-ჰილალს“ შეუერთდა და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

სავიჩი საუდელთა რიგებში მომდევნო სამი სეზონი დარჩება და სეზონში 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 28 წლის ფეხბურთელში რომის „ლაციომ“ 40 მილიონი ევრო მიიღო.

სავიჩით „იუვენტუსი“ ინტერესდებოდა, მაგრამ საუდელებს ტურინელებზე უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, რაც როგორც ჩანს გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მილინკოვიჩ-სავიჩი „ლაციომ“ 2015 წელს ბელგიური „გენკიდან“ შეიძინა და მას შემდეგ მან იტალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 341 შეხვედრაში 69 გოლის გატანა მოახერხა. კარიერა სერგეიმ სამშობლოში, „ვოივოდინას“ რიგებში დაიწყო, ხოლო სერბეთის ნაკრებში 43-ჯერ აქვს ნათამაშები და თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119177