ფეხბურთი

0:09 | 8.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sport: "ბაიერნი" მამარდაშვილზე ჯერ შეთავაზების გაკეთებას არ აპირებს"

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიუნხენის „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერზე გერმანული Sky Sport-ი წერს.

ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ „რეკორდმაისტერში“ გიორგის მანუელ ნოიერის შემდეგ მეორე ნომრად განიხილავენ, ამიტომაც ამჟამად მის ტრანსფერში 20-30 მილიონი ევროს გადახდა არ სურთ. პლეტენბერგის ინფორმაციით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში არც ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას აპირებს, მაგრამ ტექნიკური დირექტორი მარკო ნეპე მამარდაშვილის აგენტებთან კონტაქტზე რჩება.

აღსანიშნავია, რომ ნოიერის გამოჯანმრთელება გადაიდო. გერმანული პრესა წერს, რომ მანუელი გუნდს ივლისის შეკრებაზე ვერ შეუერთდება და სანამ ვარჯიშს განაახლებს, სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის „ბაიერნში“ ტრანსფერზე ბოლო რამდენიმე დღეა წამყვანი გამოცემები წერენ. ქართველ კიპერს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131916