ფეხბურთი

13:46 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა" მბაპესთვის 200 მილიონი ევრო მოამზადა

„პარი სენ-ჟერმენის" ფრანგი თავდამსხმელი, კილიან მბაპე, შესაძლოა, მადრიდის „რეალში" 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდეს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ხოსეპ პედრეროლი.

„ექსკლუზიურად გავამხელ მადრიდის „რეალის" გეგმას: ისინი მოიცდიან მანამ, სანამ მბაპე კვლავ უარს იტყვის პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაზე. კილიანის დედა ადასტურებს, რომ ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება. ამის შემდეგ რეალი „მხსნელის" როლს მოირგებს. 200 მილიონი ევრო უკვე მომზადებულია.“ - წერს პედრეროლი.

გარდა ამისა, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, 2024 წლის ზაფხულისთვის უკვე შეუთანხმდა მბაპეს უფასო ტრანსფერზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112474