ფეხბურთი

15:35 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პსჟ-დან კრისტოფ გალტიე დაითხოვეს

„პარი სენ ჟერმენიდან“ კრისტოფ გალტიე დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფრანგი სპეციალისტი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. ის პსჟ-ს მხოლოდ ერთი სეზონი ხელმძღვანელობდა და გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწია.

გალტიეს აქამდე „სენტ ეტიენში“, „ლილსა“ და „ნიცაშიც“ აქვს ნამუშევარი. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ახალი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნება, რომელთანაც პარიზელებს შეთანხმება მიღწეული აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113449